სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს

31 ოქტ 2026

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, მისაბმელში უკანონოდ დამალა მიგრანტი და საქართველოში გადმოიყვანა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი დააკავეს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.