01 ნოე 2026
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს დასტურია ხელისუფლების სწორი პოლიტიკის.
"სუვერენული რეიტინგის მდგრადობა განპირობებულია ქვეყნის ხელისუფლების მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით. ის, რაც ეკონომიკური და საფინანსო სისტემის მდგრადობას იწვევს არის სწორედ სტაბილურობის გაცდა, რაც, პირველ რიგში, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური ნაბიჯებით არის განპირობებული", - განაცხადა პარლემენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტომ, საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა.რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული.
საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, ეკონომიკის დივერსიფიკაცია და მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.
რეიტინგის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.