01 ნოე 2026
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული 43 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.