დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს

01 ნოე 2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, განაახლებს თუ არა აშშ თეირანთან ომს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ განსაკუთრებული სიჩქარე არ სჭირდებათ, რადგან უკვე გაანადგურეს ირანის საზღვაო ფლოტი.

ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ხამენეიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ნებისმიერ საფრთხეს დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ გეორგაფიული შეზღუდვების გარეშე.

ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა ის „დიდად სანდო არ არის“.