ზელენსკის განცხადებით, ერდოღანთან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი შეხვედრა გამართა

01 ნოე 2026

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი შეხვედრა გამართა.

ზელენსკის თქმით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო, ასევე, ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის უკრაინულ და თურქულ ბიზნესებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მისივე განცხადებით, მზადდება ერთობლივი სამრეწველო და სხვა ეკონომიკური პროექტები.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა, ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება შავ ზღვაში.