01 ნოე 2026
ევროპაში საპროტესტო აქციები გრძელდება - მოქალაქეები არაერთ ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების გაძვირებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან სოციალურ სფეროში ცვლილებებს მოითხოვენ.
დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება საფრანგეთში. ეროვნული ჟანდარმერიის ცნობით, აქციების დროს სამართალდამცავების წინააღმდეგ მიუღებელი ძალადობა ხორციელდება.საფრანგეთში "მოლოტოვის კოქტეილით" დაზიანებულ პოლიციელზე ამახვილებენ ყურადღებას და პარიზში მომხდარ ამბავს საფრანგეთის ხელისუფლებაში დანაშაულად მიიჩნევენ.
საპროტესტო აქციები გაიმართა შვეიცარიაშიც. ციურიხში პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. ცენტრალურ მოედანზე დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც ადგილზე სახანძრო სამსახურის მობილიზება გახდა საჭირო.
განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში პირობების გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა ბერლინში, ფრანკფურტში კი დემონსტრატებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს და დაკავებები დაიწყეს.
საფინანსო კრიზისი გააპროტესტეს პორტუგალიაშიც, სადაც ათასობით მოქალაქემ ლისაბონის ქუჩებში მსვლელობა გამართა. მსვლელობის შემდეგ დემონსტრატებმა, ქალაქის ცენტრში, 50-მდე კარავი გაშალეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირებაც მოჰყვა.