02 ნოე 2026
მოქმედმა ჩემპიონმა სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“, რაგბი დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. შავიზღვისპირელები მეხუთე ტურის შეხვედრაში სტუმრად გორს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 19:16 დაამარცხეს.
ბათუმელებმა შეხვედრაში ორი ლელოს დადება მოახერხეს. თავი გიგა ჯულუხაძემ და ზურა ფირცხალაიშვილმა გამოიჩინეს.
სტუმართა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ვაჟა მიქაძემაც შეიტანა, რომელმაც სამი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და გუნდს 9 ქულა შესძინა.
ამრიგად ხუთი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმმა სატურნირო ცხრილში 17 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
ირაკლი ნინიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, ქუთაისის „არესის“ წინააღმდეგ გამართავს