ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება - სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება

02 ნოე 2026

ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 საათზე დაიწყება, მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.