02 ნოე 2026
"რუსეთთან ომი უნდა დასრულდეს, მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს ომი ცხელი ფაზიდან, სულ მცირე, დიპლომატიურ ფაზაში გადავიტანოთ. ამ კონტექსტში, მე იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის'' - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ამჟამად აშშ-ს აქვს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივ შეხვედრას აბუ-დაბიში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტექნიკური ჯგუფების დღის წესრიგში ისეთი საკითხები იქნება, როგორიცაა ენერგეტიკული და საზღვაო ზავი, ასევე - ტყვეების გაცვლა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა.