ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირაში განახლდება

02 ნოე 2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირაში განახლდება.

ამ ეტაპზე ახსნა-განმარტებების პროცესი დასრულებულია, შემდეგ კვირაში განხილვები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ოპოზიციაში მოლოდინი აქვთ, რომ პარტიების აკრძალვა ქვეყანას დააზიანებს და საერთაშორისო იმიჯსაც შელახავს. 

ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები პარტიების აკრძალვის საფუძველს იძლევა.