ირაკლი დოლაბერიძე სენეგალში, ოლიმპიურ სოფელში ქართველ სპორტსმენებს შეხვდა

02 ნოე 2026

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე და ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ქართველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ოლიმპიურ სოფელში შეხვდნენ. ისინი ქართველი უშუისტის, გვანცა ქარჩავას გამოსვლასაც დაესწრნენ. ქარჩავამ გუნ შუს დისციპლინაში პირველ საკვალიფიკაციო დღეს 8,710 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მესამე პოზიციას იკავებს.

საქართველოს სახელით ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 9 სახეობაში 13 სპორტსმენი ასპარეზობს: მძლეოსნობაში, ფარიკაობაში, კრივში, უშუში, ტაეკვონდოში, მშვილდოსნობაში, ძიუდოში, ცურვასა და ქვიშის ჭიდაობაში. ტურნირში 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება.