ირაკლი კობახიძე: დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ, აქვს კონკრეტული ბარიერი

02 ნოე 2026

"დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ, კონკრეტული ბარიერი აქვს," - პრემიერი.

„თუ ეს ბარიერი აღარ იარსებებს, ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, თუმცა დღემდე ეს ბარიერი არსებობს და ის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციაა“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.