საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა

03 ნოე 2026

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. ტურნირი 7-დან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.ქართველმა მორაგბეებმა სამკვირიანი მოსამზადებელი შეკრება მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე გაიარეს, ჩეხეთში კი 5 ნოემბერს გაემგზავრებიან.

ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის სისტემით გაიმართება და მასში რვა ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 7 ნოემბერს, მეოთხედფინალურ ეტაპზე, პოლონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალში ნიდერლანდებისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ფინალური შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება.