03 ნოე 2026
დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხს მიაჩნია, ირანთან ომი არ იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბარელის ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს სურს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას და ეს შესაძლოა მართლაც მოხდეს.
ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომი მოიგო და ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. ასევე, ირანის თხოვნას შეწყვიტოს მისი ლიდერების მკვლელობა, დააკმაყოფილებს.