ქართველი უშუისტი გვანცა ქარჩავა დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მედლისთვის იბრძოლებს

03 ნოე 2026

ქართველი უშუისტი გვანცა ქარჩავა დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მედლისთვის იბრძოლებს. უშუ-ტაოლუს მეორე საკვალიფიკაციო დღეს ქარჩავამ ჩან ცუანის დისციპლინაში 8,740 ქულა დაიმსახურა. ორი დისციპლინის ჯამში ქართველმა სპორტსმენმა 17,450 ქულა დააგროვა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებისთვის დღევანდელი ასპარეზობა წარმატებული არ აღმოჩნდა. 

ძიუდოისტმა ვაჟა გენგაშვილმა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადაზე გამოსვლა რეპეშაჟში დაასრულა. ანასტასია მიქელაშვილმა და დაჩი მესხიშვილმა კი 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ვერ შეძლეს.

დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ისტორიულია - აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.