03 ნოე 2026
ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, 148-ე თეატრალური სეზონის რიგით მესამე პრემიერა შედგება. მაყურებელი რეჟისორ ანდრო ენუქიძის ახალ სპექტაკლს იხილავს.
სპექტაკლი თანამედროვე რუმინელი დრამატურგის, ლუჩიან ბელიანუს პიესის "მოდარაჯე ძაღლების" მიხედვით დაიდგა. პრემიერას სპეციალურად ესწრება თავად პიესის ავტორიც, რომელსაც საქართველოსთან განსაკუთრებული ისტორია აკავშირებს.
საპრემიერო ჩვენებები ბათუმის დრამატულ თეატრში 4 და 5 ნოემბერს, 19 საათზე გაიმართება.