04 ნოე 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დღეს, დაარსებიდან 39 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველი გადაცემა არხის ეთერში 1987 წლის 4 ნოემბერს გავიდა სიტყვებით: „ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი".
თავდაპირველად მაუწყებლობა კვირაში ორჯერ, საინფორმაციო-მუსიკალური გადაცემებით დაიწყო. 1999 წლიდან ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს. 2013 წლამდე არხი სამთავრობო, საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო, მას შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით ფუნქციონირებს.
ტელევიზია 39 წლის იუბილეს ახალ მისამართზე - ტბელ აბუსელიძის ქუჩის N5-ში აღნიშნავს. არხი თანამედროვე სივრცეში განაგრძობს მაუწყებლობას, სადაც განახლებული სტუდიები და თანამედროვე ტექნოლოგიები მაყურებლისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.