ევროკომისიის ანგარიშის მიმართ, "ქართულ ოცნებაში" პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ

04 ნოე 2026

ევროკომისიის ანგარიშის მიმართ, "ქართულ ოცნებაში" პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ საინტერესო არ არის, რადგან მათი განმარტებით, ევროკომისია საქართველოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულებით არ  გამოირჩევა.  

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ აქვთ კრიტიკული ჩანაწერის მოლოდინი რადგან, მათი თქმით ''ქართულ ოცნებას'' ამ პერიოდში არაფერი გამოუსწორებია. ისინი პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.