04 ნოე 2026
16 მომხრე და 0 წინააღმდეგი - გრენლანდიის პარლამენტმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებს შორის გაფორმდა.
ხმის მიცემის პროცესში, თავი 7-მა დეპუტატმა შეიკავა.
გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეთანხმების რატიფიცირება კუნძულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა დღეს, თავისთავად გარანტირებული აღარ არის.
შეთანხმების რატიფიცირების საკითხი დანიის პარლამენტმაც უნდა განიხილოს. დოკუმენტის პირველი მოსმენა 11 ნოემბერს არის დაგეგმილი.