04 ნოე 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიშის დოკუმენტი წარადგინა.
მარინე გვიანიძის ინფორმაციით, შემოსულობები 97,7%-ით, ხოლო შემოსავლების ნაწილში გეგმა 109 %-ით შესრულდა. უწყებების მიხედვით ხარჯვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 93% ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რაც შეეხება სხვა უწყებებს, გამოყოფილი თანხებიდან განათლებისა და სპორტის სამინისტრომ 72% დახარჯა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაჩვენებელი 65%-ია, კულტურის სამინისტროსი 78%, ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბიუჯეტის 73 % გამოიყენა.
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიშის დოკუმენტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცათ.