"ჩემი პირველი ნერგი" - ქვეყნის მასშტაბით სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება

04 ნოე 2026

„ჩემი პირველი ნერგი“ - გარემოსდაცვით პროექტს ბათუმიც შეუერთდა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 150-ზე მეტმა პირველკლასელმა ბზისა და მუხის ნერგი დარგო. 

ქვეყნის მასშტაბით სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი.