საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება - სამხედროები ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

04 ნოე 2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. სამხედროები ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. 

უფროს კლასელებს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და სამხედრო კარიერულ განვითარებაზე წარუდგინეს პრეზენტაცია.

მოზარდებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.