აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ გერმანიაში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს

04 ნოე 2026

აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ გერმანიაში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს.

„შავნაბადამ“ ბერლინის კონცერტჰაუსში მაყურებლის წინაშე ახალი მუსიკალური პროგრამით წარსდგა.

კონცერტს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.