საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა მოინახულა და ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო

04 ნოე 2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, მოადგილე დავით არდაზიშვილთან ერთად, სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა მოინახულა და ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

წვრთნების ფარგლებში რაზმის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტიპის სპეციალური ოპერაციები, ტაქტიკური მოქმედებები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი ასევე გაეცნო ქვედანაყოფის საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო პროცესს.