04 ნოე 2026
ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადებით გამოეხმაურნენ.
საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის მხარემ, ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების საფუძველზე, ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა, არცერთ დონეზე. უწყება შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ფაქტობრივი უზუსტობებითა და მცდარი შეფასებებით ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას.
„შემაშფოთებელია, რომ ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული მხარე აპირებს, დეტალურად შეისწავლოს ევროკომისიის ანგარიში, რის შემდეგაც დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას.