04 ნოე 2026
„მარინისტული ნამუშევრები ზღვის ქალაქში“ - აჭარის ხელოვნების მუზეუმში ამ სახელწოდებით გამოფენა გაიხსნა.
სხვადასხვა მხატვრის ათობით ნამუშევრის მთავარი თემატიკა ზღვაა, თუმცა ფერები, შესრულების ტექნიკა და ხასიათი - სხვადასხვა. გამოფენაში როგორც ბათუმელი, ისე სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის დედაქალაქიდან ჩამოსული მხატვრები მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებთან ერთად აჭარის ხელოვნების მუზეუმის ფონდიდან შერჩეული რამდენიმე ნიმუშიც გამოფინეს.
გარდა ამისა, დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის გემების უნიკალური მაკეტებიც ენახათ, რამაც გამოფენას განსაკუთრებული ღირებულება და სიღრმე შესძინა.
ისტორიისა და ხელოვნების ამ სინთეზმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მრავალფეროვანი ექსპოზიცია მუზეუმში 8 ნოემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.