05 ნოე 2026
ევროკომისიის გაფართოების მორიგი ანგარიში. საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა.
აკრიტიკებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვასა და მიღებულ კანონებს. დოკუმენტში საუბარია 2024 წლის აქციებზე დაკავებულების შესახებაც.
„საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს.
„ქართული ოცნება“ ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მიუთითებს.
„რატომღაც მსგავს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებაში არ აკეთებენ. რატომღაც საფრანგეთში „მოლოტოვის კოქტეილით“ როცა წვავენ პოლიციელებს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ მოძალადეები. კი ბატონო, ვეთანხმებით საფრანგეთის ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ეგრე უნდა აღიკვეთოს საქართველოშიც. ზოგადად, ეს არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხის პრინციპი“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა.