05 ნოე 2026
ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა.
ლანა მორგოშიამ ულვი მეჰდიევს ინფორმაცია მიაწოდა ქართული ინოვაციური პროექტების - იუსტიციის სახლების, მობილური იუსტიციის სახლის, სერვისების ერთიანი პორტალისა და „გონიერი კონტრაქტის“ შესახებ.
აღინიშნა, რომ უწყება განიხილავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიზებული სისტემების დანერგვას იუსტიციის სახლის ფილიალებში.
საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტი ბაქოში დღეს და ხვალ ტარდება.