05 ნოე 2026
„რეისი LP 43-20“ — ამ სახელწოდებით სპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. წარმოდგენა თანამედროვე რუმინელი დრამატურგის, ლუჩია ბელიანუს, პიესის „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა. პრემიერას ბათუმის დრამატულ თეატრში ნაწარმოების ავტორიც ესწრებოდა.
სპექტაკლის სიუჟეტი აეროპორტში ვითარდება. ერთ-ერთი მგზავრი გოგონა ლისაბონში გამგზავრებას ცდილობს, რათა იქ სამუშაოდ წასული ქმარი მოინახულოს, რომლის შესახებაც სამი თვეა, ინფორმაცია არ აქვს.
წარმოდგენაში ნაჩვენებია ადამიანური ურთიერთობების დადებითი და მანკიერი მხარეები. 148-ე თეატრალური სეზონის მესამე სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება დღესაც გაიმართება.