05 ნოე 2026
ერთი ანგარიშის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები - ოპოზიცია ევროკომისიის კრიტიკულ დასკვნებში ხელისუფლების პოლიტიკის შედეგებს ხედავს, მმართველი გუნდი კი ბრიუსელის შეფასებების სიზუსტესა და ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
"გამჭვირვალობა არის ზუსტად რომ ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში. აქ საქმე ეხება რას - მარტივად, უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაციები კონკრეტულ უწყებაში. ამაზე მეტად ევროპული არ შეიძლება, რამე იყოს. აქაც ვერ შემოდიან ვერავითარ დისკუსიაში, უბრალოდ უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი, ასე არ გამოვა. იცით, რომ ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ეფექტი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.