ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, მიხეილ ქინქლაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

05 ნოე 2026

ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, მიხეილ ქინქლაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია  ავტორის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები პორტრეტი, აბსტრაქტული კომპოზიციები -  სულ 54 ნახატი. მისი შემოქმედება ფორმის, ფერის, ხაზისა და სივრცის ურთიერთქმედების კვლევის თავისებურ მეთოდს ეფუძნება.

სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით ხელოვანი ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც ადამიანის, საგნებისა თუ მოვლენების აღქმას მრავალფეროვანი პერსპექტივიდან წარმოაჩენს. ეს მისი მეორე პერსონალური გამოფენაა ხელოვნების მუზეუმის გალერეაში.

გამოფენა 9 ნოემბრის  ჩათვლით გაგრძელდება.