05 ნოე 2026
ქართულ კულტურაში არიან კომპოზიტორები, რომელთა შექმნილი სიმღერებიც თაობებს ახსოვს და უყვარს. სწორედ ასეთია ნუნუ დუღაშვილი, ხელოვანი, რომლის მელოდიებიც უკვე ათეულობით წელია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
ნუნუ დუღაშვილი, 93 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა. კომპოზიტორის მუსიკალური ხელწერა უბრალოებით, მელოდიურობითა და განსაკუთრებული გულწრფელობით გამოირჩევა. მან შეძლო შეექმნა ჰანგები, რომლებიც დროს უძლებს და ერთნაირად ახლობელია როგორც უფროსი, ისე ახალგაზრდა თაობისთვის.
კომპოზიტორმა მოახერხა და შექმნა სიმღერები, რომლებიც ყველა კუთხეში განსაკუთრებული ჟღერადობით ისმინება.