06 ნოე 2026
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტში მონაწილეობს.
შეხვედრის მთავარი თემა საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციაა. ლანა მორგოშიამ ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსიის მონაწილეებს საქართველოში საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო.
უწყების ინფორმაციით, გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობაზე.
ღონისძიება ბაქოში ტარდება და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.