06 ნოე 2026
ტყის აღდგენის პროექტი კახეთში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე 31 ათასზე მეტი მუხისა და იფნის ნერგი დაირგვება.
უწყების ათწლიანი სტრატეგიის შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.