06 ნოე 2026
კალიფორნიის გუბერნატორმა 548 პატიმარს სიკვდილით დასჯის განაჩენი შეუცვალა.
სიკვდილით დასჯის ყველა განაჩენი უვადო პატიმრობით იცვლება, ვადამდე პირობითი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.
ეს არის აშშ-ის გუბერნატორის მიერ თანამედროვე ისტორიაში შეწყალების უფლების ყველაზე მასშტაბური გამოყენება და მნიშვნელოვანი ეტაპი ამერიკაში სიკვდილით დასჯის პრაქტიკის შემცირების პროცესში.
კალიფორნიელებისადმი გავრცელებულ ღია წერილში გუბერნატორმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა ძირს უთხრის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს.