06 ნოე 2026
მონაკოს სამთავროში სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
მინისტერიალის ფარგლებში სპორტის მინისტრი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ანტიდოპინგური სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაზე იმსჯელეს.
მიმდინარე წელს საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა და ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.