სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პარტნიორული ხელშეკრულება ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან

06 ნოე 2026

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის კიდევ ერთი პარტნიორული ხელშეკრულება - მემორანდუმი ამჯერად ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან გაფორმდა, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს, წელს კი უფრო მოდერნიზებული სახე მიიღო.

თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი და ცენტრი ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას უზრუნველყოფენ.

ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი მიზნად მომავალი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმოჩენასა და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის იდეალური პირობების შექმნას ისახავს.