06 ნოე 2026
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ ევროთასის მეორე ტურში საბერძნეთის „აპოლონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 21:20 დაამარცხა.
პირველი მეოთხედი ბერძენმა წყალბურთელებმა სამი ბურთით მოიგეს. მეორე რვაწუთიან მონაკვეთში „აპოლომ“ თამაში გამოასწორა და საბოლოოდ პირველი ტაიმი 10:10 დასრულდა.
საქართველოს ჩემპიონმა მესამე მეოთხედი ორი ბურთით მოიგო. დასკვნითი მეოთხედი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც დმიტირი ალექსეევის ზუსტმა დარტყმამ „აპოლოს“ ევროთასზე გამარჯვება მოუტანა.
მომდევნო მატჩს „აპოლო“ კვლავ თბილისში გამართავს და ესპანურ „ტერსარას“ უმასპინძლებს.