საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით გახსნა

06 ნოე 2026

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით გახსნა. მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ტაიმი 20:12 მოიგეს.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო და საბოლოოდ დიდი სხვაობით, 23:40 დამარცხდა.

8 ნოემბერს საქართველო თბილისში ავსტრიას უმასპინძლებს, რომელმაც, თავის მხრივ, თურქეთის ნაკრებს 37:30 მოუგო.