06 ნოე 2026
დაპირისპირების მორიგი მიზეზი ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობიდან გარიცხვა პოლიტიკური შეფასებების საგანია.
პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი დიდი ხანია პოლიტიკური გაერთიანების შიდა პროცესებში არ მონაწილეობენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ საერთო მიზნისთვის ალიანსის წევრებთან ერთად იბრძოლებენ.
იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი - მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამით არაფერი იცვლება.
„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციურ გაერთიანებაში მყოფი პარტიების საერთო პოლიტიკურ წარსულს უსვამენ ხაზს.
შეგახსენებთ, სამი დღის წინ ალიანსმა ფეისბუქგვერდზე ახალი ლოგო გამოაქვეყნა, რომელზეც ენმ არ იყო გამოსახული.