06 ნოე 2026
შანხაიში საქართველო-ჩინეთის ბიზნესშეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში ქართული და ჩინური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორების მოძიებაა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინურ ონლაინპლატფორმა JD.com-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციასა და ჩინელ მომხმარებლებამდე მის მიწოდებას ითვალისწინებს.
ღონისძიების გახსნაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
მისი განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ქართულ კომპანიებს ჩინურ ბიზნესსექტორთან პირდაპირი კავშირების დამყარებისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის საშუალებას აძლევს.