საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში წელს მეცხრედ მონაწილეობს

06 ნოე 2026

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში წელს მეცხრედ მონაწილეობს.

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, გამოფენაზე 37 ქართული კომპანია და სამი თემატური პავილიონია წარმოდგენილი.

გამოფენა შანხაიში დღეიდან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება. ქართული პავილიონები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა.