06 ნოე 2026
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, ჰავაიზე კილაუეას ვულკანი გააქტიურდა. ლავის ამოფრქვევა ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
გეოლოგიური უწყების შეფასებით, ლავის შადრევნების სიმაღლემ მიწის ზედაპირიდან 200 მეტრს მიაღწია.
კილაუეა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, 2024 წლის 23 დეკემბრიდან პერიოდულად ამოიფრქვევა.