06 ნოე 2026
ბოლნისის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა განათლების მინისტრმა დაათვალიერა.
არიფ ალიევის სახელობის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
შენობაში განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკოლა აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და ადაპტირებულია. მას ასევე აქვს სპორტული მოედანი.