06 ნოე 2026
პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთიდან საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სტუმარს მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე. მთავრობას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენმა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ