ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილე ჩინეთში შეხვედრებს განაგრძობს

06 ნოე 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოადგილე ჩინეთში შეხვედრებს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი სავაჭრო კომპანიების წარმომადგენლებს ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდა. 

მიზანი ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოება, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება და პოტენციური საინვესტიციო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.  

წელს პირველად, სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული და ჩინური კომპანიების შეხვედრებს ეთმობა.

ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, გამოფენაზე 37 ქართული კომპანია და სამი თემატური პავილიონია წარმოდგენილი.