ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკომისიის ანგარიში მოყვანილი შეფასებები "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია, მმართველ პარტიას კი მიაჩნია, რომ დოკუმენტი ცალმხრივად შედგენილია და იგი პოლიტიკური კომუნიკეა

06 ნოე 2026

ევროკომისიის ანგარიში, რომელიც "2026 წლის გაფართოების პაკეტს” მოიცავს ისევ განხილვისა და შეფასებების თემაა.  

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ანგარიშში მოყვანილი შეფასებები "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი ცალმხრივად შედგენილია და იგი პოლიტიკური კომუნიკეა.   

ხაზს უსვამენ ანგარიშში მოყვანილ იმ ჩანაწერს, სადაც  2024 წლის ოქტომბრის მოვლენებია ნახსენები და აქციის მონაწილეები თვითნებურად დაკავებულებად შეფასებული.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დაკავებულების ნაწილმა, საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რაც მათი თქმით იმას ნიშნავს, რომ ბრალი სამართლებრივად გამართულია.

ცნობისთვის, დღეს საპატიმრო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ სამმა პირმა დატოვა.