06 ნოე 2026
საქართველოს ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. ქვეყანა ლონდონში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 20-მდე ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობდნენ.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე უცხოელ ვიზიტორებს ქვეყნის ტურისტული მიმართულებების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებისა და ოთხივე სეზონის შესაძლებლობების გაცნობა შეეძლოთ.
გამოფენა მხოლოდ ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების წარდგენის სივრცე არ ყოფილა. საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო ტუროპერატორებთან და პარტნიორებთან შეხვედრები გამართა.
მოლაპარაკებების მიზანი ახალი თანამშრომლობის დაწყება და საქართველოს ტურისტული მიმართულებების საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია იყო. ქართულ სტენდს დიდი ბრიტანეთში საქართველოს ელჩიც ეწვია.