საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით 16 წლამდე გოგონათა ასაკობრივი გუნდი შეიქმნა

06 ნოე 2026

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ახალი, 16 წლამდე გოგონათა ასაკობრივი გუნდი, რომლებსაც სულ მალე საერთაშორისო ასპარეზზე პირველი სერიოზული გამოცდა ელოდება.

ჩვენი გუნდი ესტონეთში აღმოსავლეთ ევროპის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები პოლონეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.