მრავალჟანრობრივი საერთაშორისო ფესტივალი

24 ივნ 2017

მრავალჟანრობრივი საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ღონისძიება ბათუმში წელს პირველად ტარდება და მასში   სხვადასხვა ქვეყნის როგორც ფოლკლორული ანსაბლები, ასევე   სპორტული და სამეჯლისო ცეკვების გუნდები მონაწილეობენ.

ფესტივალის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით,  მონაწილეებმა  6 მაისის პარკიდან საზაფხულო თეატრის  მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, სადაც ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი 4 დღე გაგრძელდება და მას საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან.